Бизнес-джет в Швеции

Авиация в Швеции

Аренда самолета

ევროპისა და შვედეთის მცირე და ბიზნეს-ავიაცია

მთელ მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა საქმიანი ავიაციის ხომალდებზე. მსუბუქი თვითმფრინავების ასეთი პერსონალური მოდელები კომფორტაბელურია, გათვლილია 6-8 კაცზე, გააჩნიათ ტევადი სალონი, რომელშიც ჩვეულებრივ არსებობს დასვენებისა ან მუშაობის ყველა პირობა დედამიწიდან რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე: კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტთა წვდომა, კლიმატ კონტროლისა და ხმის იზოლაციის სისტემა.

მოდაში სულ უფრო შედის რეაქტიული ლაინერები, ისინი ანაცვლებენ ტურბოხრახნიანი და დგუშიანი თვითმფრინავები. საშუალოდ ევროპაში ბიზნეს-ჯეტებით 70 ათასი რეისი სრულდება. 2018 წლის განმავლობაში კერძო თვითმფრინავების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა. საერთაშორისო და რეგიონალურ აეროპორტებში იხსნება ცალკე სექტორები ბიზნეს ავიაციისათვის. თვითმფრინავების მსოფლიო მწარმოებლები შრომობენ ახალი ბიზნეს-ჯეტების (მსუბუქიდან ტრანსკონტინენტალურ ავიაციამდე) გამოშვებაზე.

AVIAV TM (Cofrance SARL) გამოდის დარგის პრესტიჟული ასოციაციების – EBAA-ს (სამუშაო ავიაციის ევროპული ასოციაცია) და NBAA-ს (სამუშაო ავიაციის ამერიკული ასოციაცია) წევრის სახით და სთავაზობს შვედეთში საქმიანი გადაფრენისთვის კერძო ავიაციის თვითმფრინავების საიმედო იჯარის მომსახურებას.

  • გამოფრენა დამკვეთისათვის მოსახერხებელ დროს,
  • სალონი-ოფისი,
  • სადილი ბორტზე კეიტერინგის კომპანიებისაგან

– კომპანიის პოტენციური კლიენტების განკარგულებაშია

VIP-სერვისი AVIAV TM (Cofrance SARL)-გან – ეს არის საუკეთესო მოლოდინის დარბაზები, რესტორნის მენიუ ფრენის დროს, ტრანსფერი ლიმუზინით, შვეულმფრენის, იახტით.

2009 წელს მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული კომპანია Ocean Sky შვედ ავია გადამზიდველებთან ერთად გახსნა საქმიანი ავიაციის ახალი წარმომადგენლობა, რაც გახდა საკვანძო მომენტი ამ საერთაშორისო ბროკერი AVIAV TM-ის საქმიანი გადაფრენისთვის. სტოკჰოლმის დედაქალაქის აეროპორტში შეიქმნა მცირე და საქმიანი ავიაციის მომსახურების კომპლექსური ცენტრი – FBO (სერვისები მგზავრებისათვის, პილოტებისთვის, ტექნიკოსებისათვის).

პოპულარული ლოუკოსტერების გარდა გეტებორგ-სითის საერთაშორისო აეროპორტში განთავსებულია შვედეთის ბიზნეს-ავიაციის ხომალდები, რომელთა დიდი ნაწილი ეკუთვნის   AVIAV TM-ის კლიენტებს. კერძო მოგზაურებს იზიდავს საჰაერო სანაოსნოს მოხერხებული განლაგება – ქალაქიდან ცხრა კილომეტრში და თანამედროვე ინფრასტრუქტურის არსებობა. აეროპორტში აგრეთვე განთავსებულია მცირე ავიაციის ორი ძველი შვედური კლუბი: Aeroklubben i Göteborg და Chalmers.

რა თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს სთავაზობს AVIAV TM (Cofrance SARL) იჯარით

საუკეთესო თანამედროვე საჰაერო ხომალდების სამგზავრო და სატვირთო მოდელები.

თვითმფრინავები:

  • Gulfstream;
  • Bombardier;
  • უახლესი Learjet და Cessna Citation;
  • შვედური Saab 340 და 2000;
  • Sukhoi Superjet;
  • Embraer;
  • Fokker;
  • Dassault Aviation;
  • Pilatus;
  • Hawker Beechcraft 800А.

შვეულმფრენები:

  • Eurocopter;
  • Dunali;
  • მი-8.

ყველა ხომალდი აღჭურვილია სანავიგაციო სისტემებით, კომფორტული სალონებით და იმართებიან საიმედო ეკიპაჟების მიერ.

საავიაციო კომპანია SAAB საქმიანი ავიაციის სამყაროში

ერთ-ერთ პირველ რიგში შვედეთში პოპულარულ ჯეტი, რომელსაც აწარმოებს შვედური კომპანია SAAB – ეს არის მოდელი SAAB 2000. SAAB 340-ის საფუძველზე XX საუკუნის ბოლოს შექმნილ სამოქალაქო თვითმფრინავს გააჩნია მოხერხებული სალონი ხმის იზოლაციით, და შეიძლება სამგზავრო თვითმფრინავიდან გარდაიქმნას სატვირთო-სამგზავრო თვითმფრინავად, რაც ძალიან მოხოვნადია საქმიანი ავიაციის სფეროში. SAAB 2000 გათვლილია 50 მგზავრზე, შეუძლია 665 კმ/სთ-მდე კრეისერული სიჩქარის განვითარება და 1 852 კმ მანძილის დაფარვა.

კომპანია SAAB-მ შექმნა მსოფლიოში ერთადერთი სამოქალაქო ავიაციის, პირველ რიგში ბიზნეს-ჯეტების, სარაკეტო დარტყმისაგან დაცვის სისტემა. სისტემა CAMPS მუშაობს საავიაციო უსაფრთხოების ევროპული სააგენტოს სერტიფიკატით.

თვითმფრინავის ამ პოპულარული მოდელის შესაფასებლად გიწვევთ ისარგებლოთ SAAB 2000-ის შვედეთში AVIAV TM(Cofrance SARL)-ის იჯარის მომსახურებით. ეს არის ძალიან მოსახერხებელი ვარიანტი ჯგუფური ჩარტერული რეისისთვის ამ საოცარ ქვეყანაში ღონისძიებებზე დასასწრებად და ექსკურსიების ჩასატარებლად.

გარდა ამისა, AVIAV TM-ში შესაძლებელია საკუთარი ესკიზით ნებისმიერი მოდიფიკაციის და სალონის ტევადობის თვითმფრინავის წარმოების დაკვეთა ანდა მეორადი ბაზრის მოდელის რეკონსტრუქცია. ჩვენ ვთავაზობთ:

  • პირადი თვითმფრინავის დამზადების სრულ მომსახურებას
  • საჰაერო ხომალდის გარე და შიდა მოპირკეთების პერსონალურ დიზაინს
  • ავეჯი ევროპული ფაბრიკებისგან და თანამედროვე მოწყობილობები სალონში
  • კლიენტის სურვილით – საწოლი, კინოთეატრი, ჯაკუზი თვითმფრინავში
  • კლიენტის კომპლექსური და ყურადღებიანი მომსახურება პირველი მომართვის მომენტიდან მზა თვითმფრინავის მიღების მომენტამდე
Stortorget place in Gamla stan, Stockholm Sweden.

კერძო თვითმფრინავის იჯარა შვედეთში AVIAV TM (Cofrance SARL)-ის მეშვეობით

იმისათვის, რომ წარმატებით ისარგებლოთ საერთაშორისო ბროკერი AVIAV TM-ის სრული სპექტრით, კომპანიის მენეჯერებს უნდა მიაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია  :

  • სავარაუდო გამოფრენის დღე და დრო.
  • გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტები.
  • მგზავრების რაოდენობა.
  • მოთხოვნები სალონის მიმართ.
  • ბარგის გაბარიტები და წონა.
  • დამატებითი პირობები და პერსონალური მოთხოვნები

საქმიანი ავიაციის საჰაერო ხომალდის მაქსიმალური კომფორტით მიიყვანს თავის მგზავრებს შვედეთის ან მსოფლიოს ნებისმიერ აეროპორტში. შვედეთის სამეფოს ყველა საჰაერო ნავსადგურში სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ VIP-ზონებით და საკონფერენციო დარბაზებით. ფრენის დროს საჰაერო ხომალდის სალონი გახდება მყუდრო ოფისი საჭირო ტექნიკით, კომფორტული დასვენების ზონა, წვეულების ჩატარების ტერიტორია ან თაფლობის თვის დაწყების ეგზოტიკური ადგილი.

შეთანხმების შესაბამისად AVIAV TM (Cofrance SARL) შემოთავაზებს კლიენტებს ტრანსფერს, პრემიუმ კლასის ავტომობილების და შვეულმფრენების ჩათვლით, თვითმფრინავის ტრაპიდან სასტუმროს ზღურბლამდე. აგრეთვე შესაძლებელია შემდგომი გადაფრენა კერძო შვეულმფრენით ან მცირე ავიაციის თვითმფრინავით.

Helicopter on the river bank

შვედეთში საქმიანი ავიაციის თვითმფრინავების იჯარის ღირებულება AVIAV TM (Cofrance SARL)-ში

  • ერთსაათიანი გადაფრენა კერძო თვითმფრინავით ღირს ერთიდან ცხრა ათას ევრომდე.
  • მსუბუქი ავიაცია — ერთიდან სამ ათას ევრომდე ფრენის ერთ საათში.
  • საშუალო ავიაცია:

— 6–12 მგზავრი – სამიდან ოთხ ნახევარ ათას ევრომდე ფრენის ერთ საათში;

— 15–40 მგზავრი – ოთხიდან ხუთ от ათას ევრომდე ფრენის ერთ საათში.

დამატებითი მომსახურება

AVIAV TM (Cofrance SARL) სთავაზობს დამატებით მომსახურებას საქმიანი გადაფრენების სფეროში:

  • სამედიცინო დაზღვევა.
  • ვიზის გაფორმება.
  • იურიდიული დახმარება.
  • კონსიერჟ სერვისი.
  • სასტუმროს დაჯავშნა.
  • ტრანსფერი პრივატული ტრანსპორტით.
  • გაყოლა VIP – ზონაში.
  • საშვეულმფრენო ექსკურსიები.

Свяжитесь с нами:



    Это интересно

    tal/язык »
    Яндекс.Метрика Top.Mail.Ru